საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ქიმია ჩვენს ირგვლივ“  სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის  SPG-23-527 “ქიმია ჩვენს ირგვლივ“  7 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და და საბუნისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში  იმყოფებოდნენ.  გრანტით გათვალისწინებული  გასვლითი ღონისძიების ფარგლებში სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

 

ქიმიის, ამ  მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, გაცნობის პირველი შესაძლებლობის მიცემა, სახალისო ლაბორატორიული ექსპერიმენტებზე დაკვირვება პროექტის ძირითადი ინოვაციური მხარეა. ქიმიურმა ექსპერიმენტმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე. ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით მოსწავლე შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს. დაეუფლება სასკოლო დონის თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარს. შეიძენს მიღებული ცოდნის გამოყენების უნარს და  მის გამოყენებას ქიმიის  მომიჯნავე დარგებში, რაც დაეხმარება სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში არჩევისათვის. 

თარიღი: 07/11/2023